ბექა ბურჯანაძის 18 ქულა, MVP-ის ტიტული და საპლეიოფო ზონა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის წინამძღოლობით ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა" ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ფორვარდის გუნდმა აუტსაიდერ "პრატ ხუვენტუტს" უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით - 96:77 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი ლაკორუნიელებმა 12 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე ამდენივეთი წააგეს და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა. მესამე და მეოთხე პერიოდებში მასპინძლებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, რაშიც ქართველი კალათბურთელის როლი უდიდესია.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო დ ამოედანზე გატარებულ 26 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა
და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 6-დან 3 ოქრულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ერთაეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველ კალათბურთელთან ერთად ლაკორუნიელთაგან თავი ჩარლზ სტელზერმა (20 ქულა) და მიხაელ მონაჰანმა (14 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა) გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებამ "ლეიმა ბასკეტი" სალეიოფო ზონაში შეიყვანა. 13 მოგებითა და 11 მარცხით ბურჯანაძის გუნდი ცხრილში 4-6 ადგილებს "ბურგოსსა" და "ბარსელონასთან" იყოფს. მორიგ მატჩს ლაკორუბიელები სტუმრად "კოკინასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული