მანუჩარ მარკოიშვილის 3 ქულა და "დარუშაფაკას" საკვანძო წაგება "ეფესთან"

AutoSharing Option
კარგი შანსი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკას", ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ზემოთ აეწია და საპლეიოფო ზონას მიახლოებოდა, თუმცა კონკურენტ "ეფესთან" შინ წააგო და მეოთხედფინალში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

სტამბოლურ დერბიში ცხრილის მეზობლები - "დარუშაფაკა" და "ეფესი" შეხვდნენ. ბრძოლა უშეღავათო იყო და ბოლომდე. სტუმრები ნიადაგ იგებდნენ, "დარუშაფაკა" კი ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდა და 68:72 დამარცხდა.

მარკოიშვილმა 15:44 წუთი ითამაშა და 3 ქულას
დასჯერდა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 3 ქულასთან ერთად მანუჩარის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

დარუშაფაკელთაგან 17 ქულით საუკეთესო სკოტი უილბეკინი გახლდათ, რეჯი რედინგის ანგარიშზე კი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. გამარჯვებულებს 21 ქულით ფრანგმა ტომას უერტელმა ულიდერა.

3 მოგებითა და 7 მარცხით "დარუშაფაკა" "უნიკახასთან" ერთად ჯგუფში 6-7 ადგილებს იყოფს. გამსვლელ, 4 ადგილზე მყოფ "პანათინაიკოსს" კი 6 გამარჯვება აქვს. დარჩენილია 4 ტური, რის განმავლობაშიც 3 ქულის გაბათილება ურთულესი იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული