ლაკორუნელებმა მორიგი, 25 ტურის შეხვედრა სტუმრად "კოკინასთან" გამართეს და ქართველი კალათბურთელის წინამძღოლობით 77:71 მოიგეს.
ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ქართველმა ფორვარდმა 13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ბურჯანაძემ მთლიანობაში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ ლეგიონერთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლიტველმა გედიმინას ზილემ, რომელმაც 17
ზედიზედ მე-5 მოგების შემდეგ ლაკორუნიული "ლეიმა ბასკეტი" ცხრილში მიმდინარე სეზონში სარეკორდო მე-4 ადგილამდე აღზევდა. ბურჯანაძის გუნდს, რომელსაც 14 მოგების წილ 11 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს 19 მარტს, ლა კორუნიაში "ოვიედოსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით