ვიქტორ სანიკიძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი თურქულ ლიგაში

AutoSharing Option
მართალია, ქართველი ლეგიონერის ანკარული გუნდი დამარცხდა, თუმცა მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი "გალათასარაი" იყო, რომელსაც ანკარელები შინაურ კედლებში ბოლომდე ებრძოდნენ, მაგრამ შეხვედრა მაინც დათმეს - 78:88.

სანიკიძემ მოედანზე 33:22 წუთი გაატარა და მასპინძელთა შორის საუკეთესოც გახლდათ. ქართველი ფორვარდის მონაგარი 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარომო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

სანიკიძის მსგავსად, 18 ქულა მიითვალა ხორვატმა მარკო ტომასმა, "გალათასარაის"
კი ამერიკელმა ლეგიონერებმა - ერიკ მაკკოლუმმა (23 ქულა) და ჩარლზ დევისმა (18 ქულა) ულიდერეს.

"ტედ ანკარა კოლეჯლილერს" 8 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ანკარელები 20 მარტს, სტუმრად "ბანვითთან" გამართავენ. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკას", სტამბოლელები ამ ტურის შეხვედრას 14 მარტს შინ "კონიასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული