მანუჩარ მარკოიშვილის 11 ქულა და გამარჯვება "კონიასფორთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "დარუშაფაკამ" "კონიასფორს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად - 90:63 დაამარცხა.

მარკოიშვილმა 17:46 წუთი ითამაშა და 11 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასთ და 1 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 5-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 ორიანი ჩააგდო. ქართველ კალათბურთელზე მეტი დარუშაფაკელთაგან მხოლოდ ლიუკ ჰარანგოდიმ (15 ქულა) და ენდერ არსლანმა (12) ჩააგდეს.

13 მოგებითა და 8 მარცხით სტამბოლელები "ბანვითთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 19 მარტს, სტუმრად "გალათასარაისთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული