"თედ კოლეჯლერის" ქართველმა ფორვარდმა სტუმრად "ბანვითს" პირველ პერიოდში 11 ქულა ჩაუგდო, თუმცა დარჩენილ დროში საკუთარ მონაგარს ბევრი ვერაფერი შემატა და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
სანიკიძის გუნდმა შეხვედრა 70:92 დათმო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:12 წუთში 13 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. 15 ქულით ანკარელთაგან ბომბარდირი კალინ ლუკასი გახდა, გამარჯვებულთაგან კი 27 ქულით საუკეთესო ადრიენ მორმანი იყო.
"თედ კოლეჯლერი" 8 მოგებითა და 14 მარცხით მე-12 ადგილზე
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით