ანკარელთა ქართველი ფორვარდი კოლეჟლერთაგან საუკეთესო იყო, მაგრამ მასპინძლები წაგებას ვერ აარიდა.
სანიკიძემ "თედ კოლეჯლერის"სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
საბოლოოდ სანიკიძემ 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ანკარელთაგან 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ვლადიმერ დრაგიჩევიჩმა, ხოლო სანიკიძის დარად 11 ქულა მისმა
8 მოგებით და 15 წაგებით "თედ კოლეჯლერი" 16-წუნდიან თურქულ ლიგაში მე-11 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩი სანიკიძის გუნდს 2 აპრილს, სტუმრად "ქარშიაქასთან" ელის. ხვალ, 27 მარტს, მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" "ბანვითს" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით