მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგაში სტუმრად "ცრვენა ზვეზდას" მოუგო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის მეორე ეტაპზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლელებმა ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფ "ცრვენა ზვეზდას" მისსავე მოედანზე 80:61 აჯობეს.

მანუჩარმა გამარჯვებაში 5-ქულიანი წვლილი შეიტანა. მან 20 წუთში 4 ორქულიანი, 2 სამიანი სტყორცნა და თითო ჩააგდო. 5 ქულის გარდა, მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა-პასი დაფიქსირდა.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი დარუშაფაკელი ველბეკინი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული