33 წლის კალათბურთელმა ეს სეზონი მოგზაურობაში გაატარა - სეზონის წინ ის NBA-ს "კლიპერსსა" და ჩინურ "ფუჟიანში" ცდიდა ძალებს. სეზონი მან იაპურ "ტოჩიგი ბრექსში" დაიწყო, შემდეგ კი "შამპვილს" დაუბრუნდა.
"ჩემიდორი" ირანის სუპერლიგაში 18 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზეა. გუნდში მას "შსს აკადემიის" ყოფილი წევრი, კანადელი ემერსონ მარეი დახვდა, რომელიც ზამთარში გადავიდა ირანში.