ამერიკული მედიის ცნობით, ზაზა ამ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იქნება და მას დუელი ელის დუაიტ ჰოვარდთან.
"ზაზა ფაჩულია - მარტის თვე ასოციაციაში ყველაზე საოცარი სახელის მქონე კალათბურთელს ცუდი ჰქონდა. მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გუნდი "დაბალ" ხუთეულზე გადააწყო და თან მეტი დრო დაუთმო ცენტრ სალაჰ მეჯრის.
ზაზა, თითქოს, არ არის პირველი ხარისხის ვარსკვლავი, მაგრამ ის რაღაც მანქანებით მაინც ახერხებს თითქმის ყოველ
მას მოედანზე შრომა არ ეზარება და დაცვაში ძალიან სასარგებლოა. შეტევაში მას არ აქვს გამორჩეული უპირატესობები", - წერს scoop.com.
ამასობაში ანალიტიკური bleacherreport.com ამტკიცებს, რომ თუკი მწვრთნელი ზაზას პლეი ოფშიც სათადარიგოთა სკამზე დასვამს და "დაბალი" ხუთეულით ითამაშებს, ეს "დალასს" დაცვას მოუშლის და გუნდი მეტოქისთვის იოლ ლუკმად იქცევა.