ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:20 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მასპინძლებს გასული კვირის დასავლეთის საუკეთესო მოთამაშემ, ჯეი ჯეი ბარეამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი შეხვედრაში დუაიტ ჰოვარდმა მიითვალა - 14 ქულა და 16 მოხსნა.
ამ პრინციპული მოგების შემდეგ
მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 9 აპრილს, გამთენიისას, შინ "მემფისთან" გამართავს.