ნიკა ცქიტიშვილმა ირანულ კლუბში ორი თამაშის გამართვა მოასწრო

AutoSharing Option
კვირაც არ გასულა, რაც გაუწყეთ, რომ ირანის სუპერლიგის კლუბმა "ჩემიდორმა" 33 წლის ნიკა ცქიტიშვილი დაიმატა და ცქიტიშვილისა და მისი გუნდისთვის სეზონი უკვე დასრულებულია.

ნიკა გუნდში ნახევარფინალური სერიისას მივიდა, როცა "ჩემიდორი" "ნაფტ აბადანს" სერიაში 3:2-ს უგებდა და ერთი მოგება სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად.

მაგრამ ის თამაში თეირანულმა გუნდმა 73:78 წააგო და სერია გათანაბრდა. ჩვენებურმა 16 წუთში 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

ნიკამ ითამაშა გადამწყვეტ შეხვედრაშიც, რომელიც თეირანში გაიმართა. "ჩემიდორმა" 74:77 დათმო და სერია 3:4 წააგო. ქართველის ანგარიშზე 10 ქულა და 2 მოხსნაა. ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში არ
იყო და მან მოედანზე 18 წუთი დაჰყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული