09:46 12-04-2016
ზაზა ფაჩულიამ და "დალასმა" სოლტ ლეიკ სიტიში მოგებით პლეი ოფი გაინაღდეს [VIDEO]
AutoSharing Option
იუტაში გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო. იუტელთათვის საერთოდ ყოფნა-არყოფნის თამაში გახლდათ, რადგანაც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს, ფაქტობრივად, კარგავდნენ. ასეთ შემთხვევაში "ჯაზმენები" საკუთარ თავზე აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი, რადგან კონკურენტმა "ჰიუსტონმა" მინესოტაში იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში "საკრამენტოს" ძლევა ჰიუსტონელებს პლეი ოფში გასასვლელ ბოლო საგზურს უნაღდებდა. დალასელებს რომ წაეგოთ, ბოლო მატჩში "სან ანტონიოს" ხვდებოდნენ და ასეთ მონსტრთან გამარჯვების მოპოვება ურთულესი საქმე იქნებოდა.
ერთი სიტყვით, შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი გულშემატკივრების გასახარად, რომლებიც დალასელებს ფაჩულიას ხათრით ქომაგობენ, "მავერიკსმა" 101:92 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 4-დან 3 მეოთხედი დალასელებმა 2-2 ქულით მოიგეს, ხოლო ერთში მეტოქეს 3 ქულით აჯობეს.
დალასელებს გამარჯვებისკენ დირკ ნოვიცკი გაუძღვა. ვეტერანმა გერმანელმა კალათბურთელმა 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა მიაშველა ტეხასელებს ექსიუტელმა დერონ უილიამსმა, ხოლო ვესლი მეთიუზმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და თავი 5 ქულას, 9 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სათადარიგო ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ 16 წუთში 7 ქულა დააგროვა.
"იუტაში" 26 ქულით ბომბარდირი გორდან ჰეივარდი გახდა, თუმც მას მიზანი აერია და 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.
"დალასს" 42 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და როგორც ვთქვით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემ მატჩში ფაჩულიას გუნდი "სან ანტონიოს" უმასპინძლებს. შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ექნება, რადგან სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეი ოფის პირველ წრეში.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სტატიასჰი ერთი უხეში შეცდომაა.. დალასი მაგალი ალბათობით მე-6 ადგილზე გავა რადგან მემფისს დაეწია მოგებებით, ამათან მემფისს 2 მძიმე გასვლა აქვს გოლდენ სტატთან და სან ანტონიოსთან.. ტოლი ქულების სჰემტხვევაში მე-6 ადგილზე დალასი გადის რადგან ამ სეზონში 3 ჯერ მოუგო მემფისს
0
0
ასე რომ ფლეი-ოფში დალასი შეიძლება ოკლაჰომა სიტის შეხვდეს და არა სან ანტონიოს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული