მანუჩარ მარკოიშვილის 6 ქულა და გამარჯვება "ქარშიაქასთან"

AutoSharing Option
"დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი მოიგო. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ცხრილში მეზობელ "ქარშიაქას" უმასპინძლა და 11 ქულით - 78:67 დაამარცხა.

მარკოიშვილმა მოედანზე 14:15 წუთი გაატარა და 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტამბოლელთა მხრიდან 25 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო, კიდევ ერთმა ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა კი 13 ქულა ჩააგდო.

16 მოგებით და 8 მარცხით "დარუშაფაკა" მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მეოთხეადგილოსან "ბანვითს" თამაშით ჩამორჩება.
ქართველი მცველის კლუბი მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, სტუმრად, "ბეშიქთაშთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული