მარკოიშვილმა მოედანზე 14:15 წუთი გაატარა და 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტამბოლელთა მხრიდან 25 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო, კიდევ ერთმა ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა კი 13 ქულა ჩააგდო.
16 მოგებით და 8 მარცხით "დარუშაფაკა" მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მეოთხეადგილოსან "ბანვითს" თამაშით ჩამორჩება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით