ვიქტორ სანიკიძის 13 ქულა და დასანანი მარცხი "ტურკ ტელეკომთან"

AutoSharing Option
ამ კვირაში თანამდებობა დაატოვებინეს ვიქტორ სანიკიძის თურქული გუნდის, "თედ კოლეჯლერის" მთავარ მწვრთნელ ჰასან ოქმერიჩს, თუმცა ამით ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. თურქეთის უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩი ანკარელებმა "ტურკ ტელეკომთან" წააგეს.

აღსანიშნავია, რომ სანიკიძის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო პერიოდი 10 ქულით დათმო და შეხვედრა 72:76 წააგო.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანიკიძემ 34:22 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო
ჩააგდო. ქართველ ფორვარდზე უკეთესი შედეგი ანკარელთაგან ჯაი ლუკასს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

8 მოგებითა და 18 წაგებით "თედ კოლეჯლერი" 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩში სანიკიძის გუნდი ანკარაში სტამბოლის "ბუიუქკეჩკემეჩს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული