100-პროცენტიანი ზაზა ფაჩულია და წაგებული მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან ბინძურ, აგრესიულ და ტექნიკური ჯარიმებით გაძეძგილ მატჩი "ოკლაჰომამ" ისევ დაამარცხა "დალასი" და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი თითქმის განწირულია, რადგან ოკლაჰომა სიტიში 85:84 მოგების შემდეგ, შინ ორივე მატჩი დათმო და წაგების უფლება აღარ აქვს.

ოკლაჰომელებმა პირველი პერიოდი 33:18 მოიგეს, რის შემდეგაც დალასელები თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და შეხვედრა 108:119 დათმეს.

მატჩი ბინძური გამოდგა. მოთამაშეები ერთმანეთს იყვნენ წაკიდებულნი და სახის სახესთან მიტანა და გაწევ-გამოწევაც ხშირი იყო. ამის გამო გააგდეს მოედნიდან ოკლაჰომელთა ლიდერი კევინ დიურანტი,
რომელმაც დალასელ ჯასტინ ანდერსონს ეუხეშა. ეს ბოლო წუთზე მოხდა, როცა მატჩის ბედი გარკვეული იყო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 21 წუთი გაატარა და 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა. ზაზამ 4-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგ დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.

ორმაგი დუბლი მოაგროვვა რეიმონდ ფელტონმა, რომელმაც 19 ქულას პლეი ოფშ პირადსარეკორდო 11 პასი მოაყოლა. გამარჯვებულთაგან 25 ქულა - 15 პასით საუკეთესო იყო რასელ ვესტბრუკი.

სერიის მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს, ოკლაჰომაში გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული