ზაზა ფაჩულიას გუნდი თითქმის განწირულია, რადგან ოკლაჰომა სიტიში 85:84 მოგების შემდეგ, შინ ორივე მატჩი დათმო და წაგების უფლება აღარ აქვს.
ოკლაჰომელებმა პირველი პერიოდი 33:18 მოიგეს, რის შემდეგაც დალასელები თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და შეხვედრა 108:119 დათმეს.
მატჩი ბინძური გამოდგა. მოთამაშეები ერთმანეთს იყვნენ წაკიდებულნი და სახის სახესთან მიტანა და გაწევ-გამოწევაც ხშირი იყო. ამის გამო გააგდეს მოედნიდან ოკლაჰომელთა ლიდერი კევინ დიურანტი,
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 21 წუთი გაატარა და 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა. ზაზამ 4-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგ დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.
ორმაგი დუბლი მოაგროვვა რეიმონდ ფელტონმა, რომელმაც 19 ქულას პლეი ოფშ პირადსარეკორდო 11 პასი მოაყოლა. გამარჯვებულთაგან 25 ქულა - 15 პასით საუკეთესო იყო რასელ ვესტბრუკი.
სერიის მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს, ოკლაჰომაში გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით