ზაზა ფაჩულია: ჩემი ნება რომ იყოს, "დალასთან" უვადო კონტრაქტს გავაფორმებდი

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ხდება და მას "დალასთან" აღარაფერი დააკავშირებს. dallasnews.com-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვარსკვლავი თავისუფალი აგენტები თავს არიდებენ "დალასთან" ბედის დაკავშირებას.

დერონ უილიამსი, დუაიტ ჰოვარდი, დეანდრე ჯორდანი, კარმელო ენტონი... ეს ის ვარსკვლავები არიან, რომელთაც ბოლო წლებში მოინახულეს "დალასი", საქმე მოლაპარაკებამდეც მივიდა, მაგრამ არ არჩიეს "მავერიკსში" თამაში.

მაშინ, როცა ლეგენდა დირკ ნოვიცკი ჯერაც მაღალ დონეზე თამაშობს, ზაზა ფაჩულიას უკვირს, რატომ არ ირჩევენ ვარსკვლავები ტექსასურ კლუბს:

"ეს სეზონი ჩემთვის პირველი იყო "დალასში". ამიტომაც კარგად არ ვიცი, რა
ხდებოდა ჩემამდე. მაგრამ ერთი რამ ვიცი, ვინც არ უნდა მოვიდეს ამ გუნდში, ეს ორგანიზაცია აუცილებლად შეიყვარებს მას. კალათბურთელთა ძალზე მცირე პროცენტისთვის არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, სხვებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი დეტალია.

ქალაქი, ფანები, ორგანიზაცია, პერსონალი - ეს ყველაფერი ერთად მომართულია მოგებებისთვის. თუკი შენ ბუნებით გამარჯვებული ხარ, შენი ადგილი სწორედ "დალასშია", - განუცხადა ქართველმა გამოცემას.

ფაჩულიას მის მომავალზეც ჰკითხეს: "ჩემი ნება რომ იყოს, "დალასთან" უვადო კონტრაქტს გავაფორმებდი. თავისუფალი აგენტი პირველად არ ვხდები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია. ჭკვიანურად უნდა მოიქცე და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეც ამას ვაპირებ. მოდი, ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში".

იგივე წყარო ვარაუდობს, რომ ზაზას "დალასთან" კონტრაქტის გაფორმების შანსი თითქმის არ აქვს: "ფაჩულიას მოსწონს "დალასში" თამაში, მაგრამ ის სეზონის განმავლობაში მთავარი როლიდან მეორე პლანზე გადავიდა. გუნდმა ლი დაიმატა, პაუელი და მეჯრიც ათამაშდნენ. ამ ეტაპზე "დალასის" განაცხადში მისთვის ადგილი ნაკლებად ჩანს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული