ზაზა ფაჩულია: კალათბურთი დროებითია, მეგობრობა გრძელდება

AutoSharing Option
მაშინ, როცა დირკ ნოვიცკიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და მომავალ სეზონშიც "დალასში" ითამაშებს, სპეციალისტები ეჭვის თვალით უყურებენ ზაზა ფაჩულიას შანსებს, გაისადაც მოირგოს "დალასის" მაისურა.

ზაზა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. შესაძლოა, ტექსასურ გუნდს სულ სხვა გეგმები ჰქონდეს და ჩვენებურს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზოს. არადა, თავად ფაჩულია დარჩენის წინააღმდეგი არ არის.

ფაჩულიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "დალასში" და ერთი ახლო მეგობარიც შეიძინა - დირკ ნოვიცკი.

"ამ სეზონში ყველაზე საუკეთესო დრო, რაც კი კორტსა და მის მიღმა გადამხდენია, დირკს უკავშირდება.

ცხოვრება გრძელდება,
კალათბურთი კი დროებითია. ჩვენ კაცებად დავიბადეთ და კაცებად უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან. მეგობრობა, ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება. ამიტომაც ძალიან გამიმართლა, რომ მას შევხვდი", - განაცხადა ზაზამ.

Sportall.Ge
ფოტოზე: ანა-სოფია ვან ზვედენი, ჯესიკა ნოვიცკი და თიკა ფაჩულია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველ გოგოებს არავინ შეედრება და ეს ამ სურათშიც ჩანს.ყველაზე ლამაზი გოგოები გყვავს
soso
07:34 29-04-2016
0
თიკუშ, ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ!!!ყველანაირად!!!
Tikas
22:51 28-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული