ვიქტორ სანიკიძის გუნდმა "ტრაბზონსფორი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯლერმა".

ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად "ტრაბზონსფორს" შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში გვარიანად ჩამორჩებოდა, საკმაოდ იოლად დაამარცხა - 79:63.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ანკარელებმა 39:21 მოგეს. ქართველი ფორვარდი "თედ კოლეჯლერის" სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30:28 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძეს გამარჯვებუთაგან მხოლოდ მარკო ტომასმა აჯობა, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა მითვალა.

9 მოგებითა და 19 მარცხით სანიკიძის გუნდი 16
გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს ანკარელები 4 მაისს ითამაშებენ. "თედ კოლეჯლერი" ლიდერ "ეფესს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული