ვილი ისიანი: სავარაუდოდ, "გრან კანარიაში" მომავალ სეზონშიც დავრჩები

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება ესპანეთის ება ლიგის რეგულარული ეტაპი. შეჯიბრებაში რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებზეც აქამდეც ვწერდით და მათ ახლო მომავალშიც შეგახვედრებთ. დღეს ვილი ისიანსა და მის "გრან კანარიაზე" ვთქვათ.

ბოლო ტურში ვილიმ კანარიელთა მაისურით სასტარტო ხუთეულში ითამაშა და "რეალ კანოეს" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა - 24 წუთში 12 ქულა (8-დან 4 სამქულიანი), 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვილის გუნდმა კი მეტოქე 65:59 დაამარცხა.

"გრან კანარია" ება ლიგის "ბ" ჯგუფში მე-8 ადგილზეა. ვილის თავდაპირველად საპლეიოფო შანსებზე ვკითხეთ.

- პლეი ოფში
გასვლას ვეღარ ვახერხებთ, ჯგუფიდან საუკეთესო ოთხი გუნდი გადის. ჩვენ კი კვარტეტში მოხვედრის შანსი აღარ გვაქვს. თუმცა, ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს. ბევრი მატჩი წავაგეთ ბოლო წუთებზე. მათი ნახევარი მაინც რომ მოგვეგო, სულ სხვა პოზიციაზე ვიქნებოდით.

თუმცა "კანარია" ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და თითოეული მოთამაშის გამოცდილებას ვაგროვებთ. მხოლოდ ერთი ვეტერანი გვყავს - ბერნი ფერნანდესი, რომელსაც უმაღლეს ლიგაშიც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები.

- მხოლოდ "გრან კანარიას" ება ლიგის გუნდთან ერთად ვარჯიშობ?
- სეზონის დასაწყისში მთავარ გუნდშიც დამიძახეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩავატარე, თუმცა მას მერე, რაც სწავლა დამეწყო, მხოლოდ ება-ს გუნდში ვარ. მწვრთნელმა მითხრა, ჩვენთან, პირველ გუნდშიც ივარჯიშე და მეორეშიცო, მაგრამ სწორედ ამ წელს ვამთავრებ სკოლას, სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში ვაპირებ და ერთდროულად ორ გუნდში ვარჯიშს ვერ შევძლებდი.

- სკოლა დაამთავრე?
- სწავლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გამოცდებს უკვე ვაბარებ. ყველაფერი ნორმალურადაა და ჩემი ნიშნები საუნივერსიტეტო გამოცდებისასაც გამომადგება.

- უმაღლეს სასწავლებელში სიარულის პარალელურად კალათბურთის თამაშს მოასწრებ?
- არის საშუალება შინიდან გაუსვლელად, ონლაინრეჟიმში სწავლისა. ჩემი თანაგუნდელი სწორედ ასე სწავლობს და ორივეს კარგად ასწრებს. არც მე მექნება პრობლემა.

- "გრან კანარიასთან" რა ვადიანი კონტრაქტი გაქვს?
- რომ ჩამოვედი, 2+2 სისტემის ხელშეკრულება გავაფორმე. ორი წელია აქ ვარ. დღეს წინასწარ ლაპარაკი რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონშიც დავრჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიაწექი ვილი ძალიან მაგარი ხარ
avera
09:09 07-05-2016
0
ისიანი ვილი, 127 ქულა რომ ჩააგდო ერთ თამაშში ეგ ხომ? ადმინ
წარმატებები
daamboo
14:12 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული