ბექა ბურჯანაძის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "მელილასთან"

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერ ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაშის წყალობით ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" სტუმრად "მელილა" დაძაბულ ბრძოლაში - 99:97 დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა; ამასთან ერთად, მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.

"მელილამ" ესპანეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი "კორუნაზე" 3 საფეხურით მაღლა, მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფში პირველ ნომრად განთესილი გუნდია. შეგახსენებთ, რომ პირველზე გასულმა "პალენსიამ" უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვა.

ლაკორუნიელებმა მეოთხედფინალიდან "ბრეგანი" გამოაგდეს და ახლა "მელილას" ეჭიდებიან, რომელთანაც სერიის პირველი მატჩი 18 ქულით
დათმეს, თუმცა მეორეში ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

ქართველი კალათბურთელის დამსახურება გამარჯვებაში დიდია. ბურჯანაძემ 26 წუთში 20 ქულა, 8 მოხნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც 5 ერთეულით მცირეა ლაკორუნიელთა ლიდერ მიხაელ მონაჰანისაზე, რომელმაც 25 ქულა და 9 პასი მიითვალა.

სერია ლა კორუნიაში ინაცვლებს, სადაც მორიგი მატჩი 13 მაისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული