ლაკორუნიელებს ფინალში გასვლამდე 1 მოგებაღა აკლიათ და თან, მორიგ მატჩს კვლავ შინაურ არენაზე გამართავენ.
ლაკორუნიელთა მეტოქე საკმაოდ ძლიერი, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული "მელილა" გახლავთ. პირველ ადგილზე გასულმა "პალენსიამ" კი ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მიიღო, ხოლო მომდევნო 8 გუნდმა მეორე საგზურისთვის ბრძოლა მეოთხედფინალური სერიებიდან დაიწყო.
ბურჯანაძის წინამძღოლობით ლაკორუნიულმა გუნდმა მეოთხედფინალი ხომ დაძლია და ნახევარფინალშიც უკვე სოლიდური უპირატესობა აქვს. სერიის მესამე შეხვედრაში ბურჯანაძემ მარგი
ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 33 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩჭრა მიითვალა. ბექამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიულ გუნდში ქართველის კვალზე ლიტველი გედემინას ზილე 12 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა, ხოლო იან კასტოდიომ 11 ქულა მოაგროვა.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მე-4 მატჩი კვლავ ლა კორუნიაში, 15 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ სერიაში "პენას ჰუესკა" ასევე 2:1 უგებს "ბურგოსს".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით