რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსში" დასარჩენად

AutoSharing Option
Dallas Mavericks insider-ის მიმომხილველმა ედი სეფკომ "დალას მავერიკსის" სეზონი შეაჯამა. სეფკომ გუნდის მთავარ სიურპრიზად ჩანდლერ პერსონსი დაასახელა, თუმცა ზაზა ფაჩულიაც ახსენა:

"ჩემთვის ასევე სიურპრიზი იყო, რომ ზაზა ფაჩულიამ ასე კარგად ჩაატარა ეს სეზონი".

***
sportsblog.com-მა გამოაქვეყნა ამ ზაფხულის ტოპ-10 თავისუფალი აგენტი ცენტრი. რა თქმა უნდა, სიას სათავეში დუაიტ ჰოვარდი უდგას. მართალია, ზაზა ათეულში არაა, თუმცა ის პირველია "დამატებით" სიაში.

"მას მერე, რაც "ატლანტაში" ალ ჰარფორდი გამოჩნდა, ზაზას აქამდე არ ჰქონია ასეთი სრულად დატვირთული სეზონი. საშუალოდ ლამის ორმაგ დუბლს აკეთებდა თითოეულ
მატჩში, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ გადაიღალა. მარტიდან მოყოლებული, ის საშუალოდ 5 ქულასა და 6,3 მოხსნას აკეთებდა. ამის მიუხედავად, ის მაინც სოლიდური კალათბურთელია. უბრალოდ, თამაშში 30 წუთს ვერ გაძლებს", - წერს საიტი.

***
Today's Fastbreak-მა "დალასის" თითოეული მოთამაშის შანსები განიხილა გუნდში დასარჩენად. როგორც ჩანს, ზაზას ეს შანსი მართლა არ აქვს, ამ გამოცემის აზრითაც - მას და დევიდ ლის შემოდგომიდან სხვა კლუბში მოუწევთ სეზონის დაწყება.

"ზაზას და ლის ნაცვლად გუნდი ან უფრო დიდ ვარსკვლავს გადაიბირებს, ან უფრო ახალგაზრდა კალათბურთელებს", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა ეს პერსონსი არაფერი განსაკუთრებული კალათბირთელი არაა.
ფფ
01:09 18-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული