მანუჩარ მარკოიშვილისთვის თურქეთში სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისთვის სეზონი დასრულდა. სტამბოლის "დარუშაფაკამ" თანაქალაქელ "ეფესთან" ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩიც წააგო და პლეი ოფიდან გავარდა. ეფესელებმა მასპინძლები ბოლო პერიოდში გატეხეს და 88:83 გაიმარჯვეს.

"დარუშაფაკა" დიდი შესვენებისთვის 10 ქულით იგებდა, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა. მესამ ეპერიოდი მასპინძლებმა 17:21 დათმეს, გადამწყვეტ ათწუთეულში კი ეფესმა 29:18 იმარჯვა და მატჩთან ერთად სერიაც მოიგო - 3:0.

მარკოიშვილმა 10:23 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო. მასპინძელთაგან 23 ქულით სემიჰ ერდენი გამოირჩა, ხოლო ეფესელთაგან
4 კალათბურთელი აცდა 10-ქულიან ზღვარს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული