Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს.

როგორც sbnation.com-ი იტყობინება, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ "დალასში" გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიამ გასულ სეზონში "დალასში" 76 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 69ში სასტარტოში იყო. ფაჩულია საშუალოდ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება
"გოლდენ სტეიტს", 2015/16 წლების სეზონში გუნდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდთან" სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. ხოლო 2014/15 წლების სეზონში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სულ ისტორიაში კი გუნდმა NBA 4-ჯერ 1947, 1956, 1975 და 2015 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ითამაშებს როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" "ოკლაჰომიდან" გადავიდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia joins Golden State Warriors on a 1-year, $2.9 million deal
მკითხველის კომენტარები / 34 /
აჰა თქვენ გეგონათ უთავმოყვარე ფეხბურთელებივით - რუსეთში რომ მიდიან ფულის გამო ისე მოიქცეოდა?! ზაზა ოსტატია თავის საქმის და ოსტატმა კალათბურთელმა იცის სად ითამაშოს! ეს სამშობლოსაც გამოადგება და ზაზასაც!
ყოჩაღ
05 ივლისი 2016 12:16
0
მემგონი ზაზამ საკმარისი ფული გამოიმუშავა კარიერაში, ისე რომ არაფერი მოაკლდეს და მისი ეს ნაბიჯი ძალიან დასაფასებელია. ჩემპიონობისათვის გადავიდა გოლდენში დურანტიც, თორენ ფული არც ოკლაჰომაში აკლდა. ზაზა ერთ-ერთ წამყვან გუნდში კიდევ იმოდენა გამოცდილებას მიიღებს ამდენ სუპერვარსკვლავთან თამაშით, და თუნდაც ტამაში საერთოდ არ მოუწიოს მათთან ვარჯიშით, რამდენიც აქამდე ნათამაშებ არცერთ გუნდში არ მიუღია. თან ძალიან მჯერა, რომ ზაზა ძალიან მონდომებით ითამაშებს და გოლდენშიც დაამტკიცებს თავის მაღალ კლასს. თანაც გოლდენს არ სჭირდება დომინანტი ცენტრი ჰოვარდის ან დრამონდისნაირი, ქულების დამგროვებელი გუნდში საკმარისზე მეტიც კი ჰყავთ და ცენტრი სჭირდებათ კარგი მომხსნელი და გუნდურ თამაშში პასების მქონე და ეს ორი კომპონენტი მგონია რომ ზაზას ყველაზე უკეთ გამოსდის პოზიციის პირობებში. ასე რომ მე პირადად ზაზას წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ გოლდენის გულშემატკივარი არ ვარ, მთელი გულით მენდომება მათი ჩემპიონობა მომავალ წელს :)
ქუთათური
05 ივლისი 2016 12:07
0
და საიდან მოიტანეთ რო ზაზას ძირითადი გამორიცხულია? ბოგუტი გაუშვეს, ახლა ზაზაა ნომერ პირველი ცენტრი გოლდენსტეიტში და მაგათი ბიუჯეტიდან გამომდინარე მიზერულია შანსი უკეთესი ცენტრის დათრევის. პლიუს ამას ცოტა ნელია ზაზა, თორე სხვა მხრივ იდეალურად ჯდება გუნდში. დალასში რო ქონდ აიმდენი დრო არ ექნება ალბათ, მარა არც სკამზე იჯდება სავარაუდოდ. სადღაც საშუალოდ 20 წუთი ექნება მგონი. პ.ს. იმედია ბეჭედს დადებს ზაზა
ელგუჯა
05 ივლისი 2016 12:02
0
რატო ნერვიულობთ ტო ზაზას ხელფასზე, თვითნ არ ნერვიულობს :) პროფესიონალები ეგრე იქეცევიან და არა ქართველი ფეხბურთელებივით. წარმატებები
სიმართლე
05 ივლისი 2016 11:46
0
ძაანაც სწორი ქნა. მარტო ხელფასი ხო არაა. ბოლო ბოლო მაგარ გუნდში და მაგარ ხალხში ითამაშებს და სავარაუდოდ ენბიეის ჩემპიონი გახდება, რაც ქართველს არასდროს მიურწევია და კაი ხანი ვერ ვერავინ მიაღწევს...მე მაგალითად სწორი ნაბიჯი მგონია, ფული ისედაც არ აკლია მაგას...
gg
05 ივლისი 2016 11:42
0
რაა გაუგებარი უნდა საჩემპიონო გუნდში ითამაშოს კარიერის ბოლოს მიუხედავად სათადარიგი სტატუსისა და დაბალი ხელფასისა. მიდი ზაზა. წარმატებები
ჯონდო
05 ივლისი 2016 11:39
0
შეხედეთ რა გუნდია გოლდენ სტეიტი, ჩემპიონობის უპორველესი ფავორიტია, ხოდა ზაზამაც ფულს ნბა-ს საჩემპიონო ამბიცია ამჯობინა, რა არის აქ გასაკვირი, ნეტა ყველა სპორცმენი ასე იქცეოდეს!
ირაკლი
05 ივლისი 2016 11:37
0
ზაზას ფული არ აინტერესებს.. ზაზას ტიტული ურჩევნია და ისეთი ხალხის გვერდით თამაში როგორებიც დურანტი კარი გრინი ტომპსონი ლივინგსტონი და რავი ვარსკვლავთ ცვენაა გოლდენში... აზზე ხართ შვილებს და შვილიშვილებს რო ეტყვის სტეფ კარისთან ერთად ვთამაშობდიო :)))
თაზო
05 ივლისი 2016 11:29
0
ზაზა ის კაცი არაა სათადარიგო სკამს შეეგუოს... ნუ გამორიცხულია სასტარტო მაგრამ იმაზე მეტ დროს მიცემენ ვიდრე გეგმავენ ზაზას მიმართებაში და გოლდენთან ზაზას სტატისტიკა გაცილებით უკეთესი იქნება
თაზო
05 ივლისი 2016 11:25
0
მომგონი ტყუილა ხელფაზე უფრო მეთი იქნება 2.9 დოლარი რარის ზაზასტვის პროფესიონალ კალატბურტელისტვის
giorgi
05 ივლისი 2016 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული