Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს.

როგორც sbnation.com-ი იტყობინება, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ "დალასში" გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიამ გასულ სეზონში "დალასში" 76 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 69ში სასტარტოში იყო. ფაჩულია საშუალოდ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება
"გოლდენ სტეიტს", 2015/16 წლების სეზონში გუნდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდთან" სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. ხოლო 2014/15 წლების სეზონში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სულ ისტორიაში კი გუნდმა NBA 4-ჯერ 1947, 1956, 1975 და 2015 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ითამაშებს როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" "ოკლაჰომიდან" გადავიდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia joins Golden State Warriors on a 1-year, $2.9 million deal
მკითხველის კომენტარები / 34 /
ესეტი დაბალი ხელფასი რატო არჩია ვერ ხვდები პოროფესიონალი კალატბურტელა რატო აკეტებს ესეტებს ზაზა შეძლო 10 მილონ დოლარი სეზონსჰი გამოიმუშავებინა ისე წარმატებები ზაზა
lika
05 ივლისი 2016 11:05
0
სათადარიგოთა სკამზე იქნება მთელი სეზონი, ძირითადში მას არავინ გაააკარებს, ეს გოლდენ სტეიტია და არ დალასი,ხელფასიდანაც ყველაფერი ნათელია,
გუგა
05 ივლისი 2016 10:50
0
ხელფასის დედაც, ნბას ჩემპიონობა ბევრად ძვირი ღირს და ეს ზაზამ ჩვენზე კარგად იცის, მიდი ზაზა, მიდი!
bavaria
05 ივლისი 2016 10:46
0
ზაზა ჟობია მოზგოვს კი, მაგრამ მოზგოვი ახალგაზრდაა, გოლდენ სტატეს სახელფასო ჭერი აღარ აქვს და ალბათ ზაზამ დაიკლო ხელფასი და დათანხმა საჩემპიონო გუნდში თამაშს.
tims
05 ივლისი 2016 10:38
0
ხო ხელფასი მართლაც ცოტაა. დალასში 5.2 ქონდა და ყველა ანალიტიკოსი ამბობდა რომ 9-10 ლიმონიან კონტრაქტს აიღებდა ახალ სეზონში
მინდია
05 ივლისი 2016 10:30
0
Mozgovi gadavida gundshi sadac saxelfaso limiti tavisufali qondat. Leikers sheudzlia 4 kaci gaiformos kidev maseti kontraqtit. Tyuilad fuls kidev nbashi ar arigeben esseigi mase ugirs mozgovi lals . Zazas shemtxvevashi ki wariors 4 kaci yavt 15 milions plus kontraqtit duranti 26 milions miigebs shemdebi 2 weli. Zazastvis eg araferi momaval wels gaaformebs sapensio kontrakts.
megreli
05 ივლისი 2016 10:27
0
მართლაც დაუჯერებელია) წარმატებები
იმედია სათამაშო დდრო ექნება )))
ika
05 ივლისი 2016 10:24
0
დურანტს 54 მლნ–ს აძლეველ, ზაზას 2,9–ს, დავიჯერო ამხელა სხვაობაა?
+_+
05 ივლისი 2016 10:12
0
აი პროფესიონალიზმი! ბევრ გუნდშუ შეეძლო 1წლიანი კონტრაქტით 9-10 მილიონი მიეღო მაგრამ ხელფასის შემცირება და ჩემპიონობისათვის მებრძოლ გუნდში თამაში არჩია.წარმატებები ზაზა! მიდი ბეჭედი ალალი იქნება შენზე.
ქომაგი
05 ივლისი 2016 10:07
0
სავარაუდოდ გოლდენ სტეიტს სახელფასე წერი არ ყოფნის და იმიტომ. ლეიკერსიდანკობი წავიდა და მთელისახელფასე ჭერი გამოთავისუფლებულია. მშვენიერი ამბავია ყველა ვარიანტში, ბოგატი წავიდა, ეზელიც მიდის და სხვა აღარავინ რჩება. ანუ თუ არავინ დაიმატეს ზაზა ძირითად ცენტრად ჩანს და რომც დაიმატონ ვინმე, წესით მაინც უნდა მიეცეს საკმარისი დრო
fraternity
05 ივლისი 2016 10:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული