Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს.

როგორც sbnation.com-ი იტყობინება, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ "დალასში" გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიამ გასულ სეზონში "დალასში" 76 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 69ში სასტარტოში იყო. ფაჩულია საშუალოდ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება
"გოლდენ სტეიტს", 2015/16 წლების სეზონში გუნდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდთან" სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. ხოლო 2014/15 წლების სეზონში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სულ ისტორიაში კი გუნდმა NBA 4-ჯერ 1947, 1956, 1975 და 2015 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ითამაშებს როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" "ოკლაჰომიდან" გადავიდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia joins Golden State Warriors on a 1-year, $2.9 million deal
მკითხველის კომენტარები / 34 /
ზაას ფული ისედაც არ აკლია ამდენი ხანია ებიასჰი ტამასჰობს ისედაც ბევრი ფული აქვს უმდიდრესი ერტერტი საქარტველოსჰი სპორსმენებიდან წარმატებები ზაზა ფული რო დომობდა მაშინ 10 მილიონიანი კოტრაქტს გაიფორმებდა სხვა გუტდან მაგრამ მომავალ სეზონში უფრო მახალ ხელფას გაიფორმებს
luka
14:42 05-07-2016
0
ზაზა, ძლიერი კალათბურთელი, რომ ბრძანდებით ამიტომ მიგიწვიეს. გოლდენ სტეიტს თქვენნაირი მებრძოლი მაღალი კალათბურთელი, რომ სჭირდებოდა ამაზე დიდი ხანია ვფიქრობდი. კიდევ ვიმეორებ, სათადარიგოც, რომ იყოთ მაინც ლიდერი იქნები. გისურვებ წარმატებას.
ჯონი
14:46 05-07-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული