- ზაზა ფაჩულიას ხელფასმა "გოლდენ სტეიტში" NBA-ს ბოსები აღაშფოთა
- ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" - რატომ არჩია ზაზამ ფულს საჩემპიონო პერსპექტივა
ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ორიგინალურობას იჩენს, ზაზა ფაჩულიასა და მის ტრანსფერზე სკეპტიკურად ლაპარაკობს. მან ინტერვიუ მისცა გამოცემა "ჩემპიონატს", სადაც მთლიანად "გოლდენ სტეიტზე" მსჯელობს.
ცალკე თავი ზაზაზეა. აი, შეკითხვა:
- ბატონო ვლადიმირ, თვლით, რომ ფაჩულია იდეალური ცენტრია კარი-ტომპსონი-დურანტი-გრინისთვის?
- ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის. მისი პიროვნებისადმი დიდი
ჩემი ნება რომ იყოს, ფაჩულიას NBA-ს ცენტრების ოცდაათეულშიც არ შევიყვანდი.
ვლადიმირ გომელსკის სიტყვების წაკითხვისას ნებისმიერ ქართველს გაუჩნდება შეგრძნება, რომ იგი ღვარძლით ლაპარაკობს. ეგებ, ტიმოფეი მოზგოვი ემეტებოდა "გოლდენ სტეიტისთვის"? აუცილებლად უნდა ვკითხოთ: მოზგოვი თუ ფაჩულია? თუმცა, ვინც NBA-ს მატჩებსა და ზაზა-ტიმოფეის დაპირისპირებებს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ქართველთან რუს ცენტრს ბევრი არაფერი გამოსდის. იქნებ სწორედ ეს აბრაზებს ბატონ გომელსკის?
ერთი შეკითხვაც და დავამთავროთ: ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 წელია თამაშობს. რუსმა კომენტატორმა უკეთ იცის, ფაჩულია სასტარტოში უნდა იყოს თუ "მილუოკის", "ატლანტას", "დალასის" მწვრთნელებმა?
ზაზა არც "ატლანტაში" აუყვანიათ სასტარტოდ, არც "მილუოკიში" და არც "დალასში", მაგრამ თავისი შრომით სამივე გუნდში პირველივე სეზონში ჩაჯდა ძირითადში. იმიტომ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია და არა მხოლოდ "ჭიდაობით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://www.youtube.com/watch?v=AMT6WmGf80I
უყურეთ ამ ჰაილაითებს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, ამ ჰაილაითებში ასახულ შესრულებათა ნაწილს, ზაზა არც კი შებედავს. ესეც არის რეალობა