ESPN Insiders: დასავლეთში ყველაზე დიდ სარგებელს ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი მოიტანს

AutoSharing Option
ESPN Insiders-მა დასავლეთ კონფერენციის ტრეიდები შეაფასა და ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" მონათლა საუკეთესოდ იმ გარიგებებში, რომლებშიც დიდი ფული არ დახარჯულა.

გამოცემის აზრით, ყველაზე დიდ შედეგს სწორედ ზაზას ეს გადასვლა მოახდენს:

"დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" შეიძინა ცენტრი იმ ფასად, რა ფასადაც "ბრუკლინმა" ვინმე ჯასტინ ჰემილტონი აიყვანა.

მართალია, ზაზა ფაჩულია არ არის "ოლ სტარის" კალიბრის კალათბურთელი, მაგრამ ის "დიდ ბიჭებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა, რაც დიდებულად შეეფერება "გოლდენ სტეიტის" სათამაშო სტილს".

* * *
Slate Magazine სტატიის სათაურში კითხვას სვამს:
"მოუგებს თუ არა
ახალი "გოლდენ სტეიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის "ოლ სტარის" გუნდს"?

მართლაც, "გოლდენ სტეიტის" სავარაუდო ხუთეულიდან, ზაზა ფაჩულიას გარდა, ყველამ ითამაშა "ოლ სტარში": კარიმ, ტომპსონმა, დურანტმა, გრინმა... 15-კაციან შემადგენლობაში 4 სუპერვარსკვლავი არც ერთ გუნდს არ ჰყავს.

* * *
myajc.com გაოცებულია:
"ზაზა ფაჩულია სულ რაღაც 2,9 მილიონ დოლარად ითამაშებს "გოლდენ სტეიტში", მაშინ, როცა რუს ტიმოფეი მოზგოვს "ლეიკერსი" 4 წელიწადში 64 მილიონ დოლარს გადაუხდის.

* * *
isportsweb.com:
"ფაჩულია კარგი დამხმარე იქნება გუნდისთვის შეტევაში. მას ეხერხება პასი, მოხსნა და სროლა. ისევე, როგორც ეს შეეძლო ბოგუტს, ანუ ბევრი შეხებისა და წვალების გარეშე.

შესაძლოა, მას არ აქვს ისეთი კარგი მონაცემები დაცვის კუთხით, როგორც NBA-ს საუკეთესო ცენტრებს აქვთ. ზაზა საშუალოდ მხოლოდ 0,3 დაფარებას და 0,8 ჩაჭრას აკეთებს. ფაჩულიას ნაკლები ათლეტიზმი ამ მხრივ პრობლემაა.

მიუხედავად ამისა, თუკი ზაზა ოფიციალურად მართლაც შეუერთდება გუნდს, დიდი ალბათობით, ის იქნება მეხუთე სტარტერი "გოლდენ სტეიტში". ზაზას ჯონსი შეცვლის ხოლმე, მაგრამ გუნდი სიტუაციის მიხედვით, ხანდახან ცენტრის გარეშეც ითამაშებს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
გომელსკის მამა მახსოვს ძალიან კარგად ძლიერი მწვრთნელის და ძლიერი კომენტატორიც იყო.ეს მისი შვილი გამოერია უროდი მაგის დაუნახავი უცოდინარი ..... ფაჩUლიაზე შურით გამოსკდა და დააბრეხვა . უნამუსო ეგ. ხალხნო ზაზაზე აუგი როგორ უნდა რამე კომპონენტშI??? ჯერ ერთი ქართველია და მეორეც ერთი მართლაც რომ ძალიან ძლიერი მოთამაშეა და მოიგებს კიდეც ჩემპიონობას გოლდენთან. მიაწექ კაპიტანო შენ გენაცვალე!!!!
luka
01:22 09-07-2016
0
გომელსკი მამა ამბობდა რომ ქარტველები უყვარს ამ დროს კი ვერრ გვიტანდა დასანახავად-კვიცი გვარზე ხტის
Nugzar
03:02 09-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული