ზაზა ფაჩულია: ეს იყო დიდებული 24 საათი ჩემთვის

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ოფიციალურად მოაწერა ხელი ერთწლიან კონტრაქტს "გოლდენ სტეიტთან". ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქართველი ცენტრის ხელფასი 2,9 მილიონი დოლარია.

ზაზა "გოლდენ სტეიტში" 27 ნომრით ითამაშებს. ის მედიას წარუდგა და შემდეგი თქვა:

"4 ივლისს ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, რამდენიმე საათში კი შემატყობინეს, რომ მეც ამ გუნდში ვითამაშებდი. ეს იყო დიდებული 24 საათი ჩემთვის.

ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რა ვარიანტები მქონდა. მითხრა, რომ "გოლდენ სტეიტი" იყო ჩემით დაინტერესებული. ამის მერე ველაპარაკე მწვრთნელ სტივ კერს, ვინც მითხრა,
რომ მე ვიყავი მათი გუნდის ნომერ პირველი ვარიანტი ცენტრის პოზიციაზე. ეს იყო ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი მომენტი.

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაფასებენ და უნდიხარ, მით უფრო, როცა ლაპარაკი "გოლდენ სტეიტის" დარ გუნდზეა".

ფაჩულია ბოლო სამი წლის განმავლობაში სეზონში 5,2 მილიონ დოლარს იღებდა. ბოლო სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამიტომაც ბევრი უკეთეს კონტრაქტს ელოდა და ამ დროს ქართველი კიდევ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას დათანხმდა. აი, როგორ ახსნა ეს ზაზამ:

"გადაწყვეტილება მე მივიღე და ვამაყობ ამით. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. უკან აღარ მოვიხედავ".

"გოლდენ სტეიტს" არ განუცხადებია, იქნება ფაჩულია სასტარტო ცენტრი თუ გუნდი "დაბალი" შემადგენლობით დაიწყებს და ზაზა მერე ჩაერთვება თამაშში. ჩვენებურს ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი კერთან, მაგრამ პასუხის უფლებას მწვრთნელს უტოვებს.

ზაზას ორივენაირი გამოცდილება აქვს, NBA-ს კარიერაში მან დაიწყო თამაშების 43% სასტარტოში. ეს კარიერა კი უკვე 13 სეზონს ითვლის. შარშან ზაზამ 76-დან 69 შეხვედრა სასტარტოში ითამაშა და 14 ათასი ხმა დააკლდა "ოლ სტარში" სათამაშოდ.

"მოედანზე ჩხუბის წინააღმდეგ ვარ, მაგრამ როცა შენს გუნდს სჭირდება, როცა ცდილობ გამარჯვებას, არის მომენტები, როცა საჭიროა იყო მეტად აგრესიული", - ამბობს ფაჩულია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე პირადად როგორც სპორცმენს ძაან ვაფასებ /ძალიან მაგარი სპორცმენია და მოედანზე ყველასთვის მისაბაძი მაგალითია ორი აზრი არაა/ მაგრამ მოედნის გარეთ ნუ გამოუჩდებით მიმბაძველები /
jj bufon
22:27 16-07-2016
0
არ ყავს ძმა საიდან მოგაქვტ ეს
irakli
13:17 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული