"ახლა, როცა გუნდში ზაზა ფაჩულია მოვიდა, დარწმუნებული ვარ, სტივ კერი ფაჩულიას ენდრიუ ბოგუტის როლს მიანიჭებს. ასე რომ, "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: ფაჩულია ცენტრზე, დრეიმონდ გრინი მძიმე ფორვარდად, კევინ დურანტი ფრთაზე, კლეი ტომპსონი მსროლელად და სტეფ კარი გამთამაშებლად.
სათადარიგოთა სკამიდან მთავარი მოთამაშეები ისევ ანდრე იგუოდალა და შონ ლივინგსტონი იქნებიან.
სანამ ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი გახდებოდა, კერს ჰქონდა იდეა, გრინი დაეყენებინა ცენტრად, მაგრამ ფაჩულია საკმაოდ
***
"გოლდენ სტეიტმა" გადაწყვიტა, არ აეყვანა თავისუფალი აგენტი, ცენტრი ლარი სენდერსი. ასე რომ, ზაზა ფაჩულიას შემცვლელად ჯერჯერობით, მხოლოდ დებიუტანტი დემიენ ჯონსი რჩება.