ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" გამო უარი 20-მილიონიან ხელფასზე თქვა?!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია, სანამ "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ხელშეკრულებას გააფორმებდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში 2,9 მლნ დოლარს მიიღებს, ორწლიან კონტრაქტზე "ვაშინგტონ უიზარდსთან" თათბირობდა, სადაც ხელფასად ჯამში 20 მლნ დოლარს სთავაზობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CSN Midatlantic-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ამ ზაფხულს, მას შემდეგ გახდა, რაც "დალასთან" კონტრაქტი ამოეწურა. როგორც ირკვევა, ქართველი ცენტრი დიდ გასამრჯელოს არ დახარბდა და არჩევანი NBA-ს ფინალისტ გუნდზე გააკეთა, სადაც გაცილებით დაბალი ხელფასი, მაგრამ რეალური საჩემპიონო ამბიცია ექნება.

32 წლის ფაჩულიამ NBA-ს გასული სეზონი "დალასში" გაატარა,
სადაც მისი ხელფასი 5,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
.... ვიყო, თუ "ამერიკელი" სომეხი არ იყოს.
0
ვინ დაიჯერებს რომ 17,5 მილიონზე უარი თქვა.გინდათ სულელი გამოიყვანოთ?
ასე არ ხდება
09:20 19-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული