ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" გამო უარი 20-მილიონიან ხელფასზე თქვა?!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია, სანამ "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ხელშეკრულებას გააფორმებდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში 2,9 მლნ დოლარს მიიღებს, ორწლიან კონტრაქტზე "ვაშინგტონ უიზარდსთან" თათბირობდა, სადაც ხელფასად ჯამში 20 მლნ დოლარს სთავაზობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CSN Midatlantic-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ამ ზაფხულს, მას შემდეგ გახდა, რაც "დალასთან" კონტრაქტი ამოეწურა. როგორც ირკვევა, ქართველი ცენტრი დიდ გასამრჯელოს არ დახარბდა და არჩევანი NBA-ს ფინალისტ გუნდზე გააკეთა, სადაც გაცილებით დაბალი ხელფასი, მაგრამ რეალური საჩემპიონო ამბიცია ექნება.

32 წლის ფაჩულიამ NBA-ს გასული სეზონი "დალასში" გაატარა,
სადაც მისი ხელფასი 5,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ტუარ აიგებს არ მკიდია
dato
17:40 18-07-2016
0
ნ-ს:

ხოდა ფასდება კიდეც - 2მილიონი აქვს მაშინ როცა საქართველოში 4 მილიონი ადამიანი გაჭირვებულია და არსებობისათვის იბრძვის საბჭოეთის დაშლის მერე.

ადამიანებს თავი ვერ ურჩენიათ და კიდევ ნბა'ს კალათბურთელზე იფიქრონ თუ როგორ დაუფასონ საქმე?

ზაზას კი, მიუხედავად იმისა რომ საშუალო კალათბურთელია - 2 მილიონი ხელფასი აქვს და სახელმწიფოსაგან უფასად მიცემული დარბაზი არ უნდა დაჭირვებოდა.
ამერიკელი
18:13 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული