"გოლდენ სტეიტი" ზაზა ფაჩულიას შემცვლელს იმატებს

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტ უორიორსი" საბოლოოდ ამ დღეებში დაკომპლექტება.

განაცხადში 15 კალათბურთელი შეიძლება იყოს, გუნდთან კონტრაქტი კი 14-ს აქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, "გოლდენ სტეიტი" მე-15 კაცად ცენტრს იმატებს, ის ჯავეილ მაკგია.

მაკგის ზაზა ფაჩულია კარგად იცნობს, რადგან ის "დალასში" მისი თანაგუნდელი და შემცვლელი იყო. მაკგი საშუალოდ 5,1 ქულასა და 3,9 მოხსნას აკეთებდა. სავარაუდოდ, "გოლდენ სტეიტშიც" ის ქართველის შემცვლელი იქნება.

მაკგი ძლიერია დაფარებებში, რაშიც ზაზა მოიკოჭლებს. ამიტომ მას გუნდისთვის კარგ დანამატად თვლიან.

sportsgrid.com-მა კი სათაურშივე აღნიშნა: "მაკგიც "გოლდენ სტეიტში" მიდის,
ბარემ ახლავე მიეცით ტიტული".
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ამ გუნდს კი უკვე რამდენიმე წელი ვეღარავინ შეაჩერებს, მათ შორის ვეღარც "მეფე". ეს გუნდი იქნება ნამდვილი ოქროს ბეჭდების საბადო უახლოესი რამოდენიმე წელიწადი. კარი, ტომსონი, გრინი, დურანტი, ზაზა უბრალოდ სუპერ გუნდი.
გივია
11:47 01-08-2016
0
Zaza-ara marto chempioni, aramed chempioni lideri...
Joni
11:20 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული