ვიქტორ სანიკიძის აგენტი: ბერძნული "არისი" გადაწყვეტილი ჯერ არ არის

AutoSharing Option
ბერძნულმა საიტებმა ვიქტორ სანიკიძის "არისში" გადასვლის ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელეს - შეთანხმება მიღწეულიაო. ზოგმა ისიც დაწერა, ეს ამბავი 72 საათში ოფიციალურად გაცხადდებაო.

როგორც აღმოჩნდა, ბერძნულმა მედიამ იჩქარა, საქმე დღესაც არაა გადაწყვეტილი.

სანიკიძის აგენტი წერს - ვიქტორის "არისში" გადასვლასთან შეთანხმება არ არის მიღწეულიო. თუმცა იგი არ აკონკრეტებს, რამდენად რეალურია ბერძნული ვარიატი, ან კიდევ რომელ ვარიანტზე მუშაობს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ გასული სეზონი თურქულ "ტედ კოლეჯში" გაატარა. ამჟამად იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული