სანიკიძე ახლა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. ვიქტორ სანიკიძე 2004 წლის NBA-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა, შემდეგ კი მისი უფლებები "სან ანტონიომ" შეისყიდა, თუმცა ჩვენებურს ამერიკაში არ უთამაშია.
სანიკიძე გახდება მე-5 ქართველი ლეგიონერი, რომელიც საბერძნეთის ელიტურ ლიგაში ითამაშებს გიორგი ცინცაძის, გიორგი შერმადინის, ვლადიმერ ბოისასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ.