ბერძნულმა "არისმა" ვიქტორ სანიკიძის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ბერძნულმა "არისმა" ოფიციალურად დაადასტურა ვიქტორ სანიკიძის ტრანსფერი. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველმა კალათბურთელმა ბოლო სეზონი თურქულ "ტედ კოლეჯში" გაატარა.

სანიკიძე ახლა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. ვიქტორ სანიკიძე 2004 წლის NBA-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა, შემდეგ კი მისი უფლებები "სან ანტონიომ" შეისყიდა, თუმცა ჩვენებურს ამერიკაში არ უთამაშია.

სანიკიძე გახდება მე-5 ქართველი ლეგიონერი, რომელიც საბერძნეთის ელიტურ ლიგაში ითამაშებს გიორგი ცინცაძის, გიორგი შერმადინის, ვლადიმერ ბოისასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული