რა გუნდია "ლასტოვკა"? ამის შესახებ თავად დუდა მოგვახსენებს:
"მქონდა გერმანიაში გადასვლის ვარიანტი, თუმცა სლოვენიელებმა იმდენად საინტერესო შეთავაზება გააკეთეს, მათთან კონტრაქტის გაფორმება გადავწყვიტე.
"ლასტოვკა" ახალი პროექტია, ძლიერი მწვრთნელი ჰყავს - ალექსანდრ სეკულიჩი. იგი სლოვენიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იგორ კოკოშკოვთან ერთად მუშაობს.
გუნდის პრეზენტაცია მომავალ კვირას იგეგმება და ბევრ სიახლეს მაშინ შევიტყობთ. როგორც ვიცი, სახელის შეცვლას აპირებენ. გუნდი ქალაქ დომჟალედან სათამაშოდ
დუდამ იქვე დაამატა, რომ მისთვის ამ ეტაპზე მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. უფრო სახელიანი გუნდის ვარიანტებიც იყო, თუმცა აირჩია ის ადგილი, სადაც ბევრი რამ მასზე იქნება დამოკიდებული.
სანაძეს სლოვაკეთთან დღევანდელ მატჩზეც ვკითხეთ...
"მიმდინარე სეზონში თბილისში ბოლო მატჩს ვატარებთ. ვიმედოვნებ, თბილისში არც მომავალ წელს ვითამაშებთ ოფიციალურ შეხვედრას - ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ.
კალათბურთელები ყველანაირად ვეცდებით, სლოვაკეთთან მეორე შეხვედრაც ისევე კარგად ჩავატაროთ, როგორც პირველი. წინა მატჩებში გვქონდა შეცდომები, რომლებიც დარჩენილ ორ შეხვედრაში უნდა გამოვასწოროთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"