ბექა ბურჯანაძე "მორაბანკ ანდორაში" წარადგინეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე "მორაბანკ ანდორაში" წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ივნისის ბოლოს გადავიდა და კარიერას გიორგი შერმადინთან ერთად "მორაბანკ ანდორაში" გააგრძელებს. ბურჯანაძემ ანდორელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ჩემი სურვილი ACB-ში თამაში იყო და მიხარია, რომ ამას "ანდორასთან" ერთად ვიზამ. გიორგი შერმადინმა საკმაოდ კარგად დამიხასიათა როგორც კლუბი, ისე ქალაქიც.

როგორც მოთამაშე, დავიხვეწე, კონტრ-შეტევაზეც დავხვეწე თამაში. ჯერჯერობით ადრეა მიზნებზე საუბარი, მაგრამ კარგი გუნდი გვყას და კარგს სეზონსაც ვიმედოვნებთ", - ციტირებს
ბურჯანაძეს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ადრეც თამაშობდა, თუმცა შედარებით გამოუცდელსა და ახალგაზრდას "კახასოლის" შემადგენლობაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

2014-15 წლების შუა სეზონში ის ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა და ლაკორუნიულ "კორუნა ბასკეტში" მეტი სათამაშო დრო და გუნდის ლიდერის სტატუსი მიიღო. მისი მაჩვენებლები გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 16.4 ქულას და 6.9 მოხსნას შეადგენდა. ბურჯანაძე არაერთხელ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ და მოხვდა სიმბოლურ ხუთეულში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული