დუდა სანაძე პულას ტურნირის MVP გახდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 25 წლის უკანახაზელმა დუდა სანაძემ სლოვენიის უმაღლესი ლიგის გუნდ "კოპერ ლასტოვკასთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც ამ გუნდის მაისურით მონაწილეობა მიიღო ხორვატი კალათბურთელის მემორიალურ ტურნირში და საბოლოოდ MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

"ლასტოვკამ" მონაწილეობა მიიღო ხორვატიის ქალაქ პულაში გამართულ იოსიპ სევერის მემორიალურ ტურნირში. კოპერელებმა ჯერ ადგილობრივი კლუბი 'პულა" დაამარცხეს, შემდეგ კი "შკრიელევოს" სძლიეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ორივე მატჩში "ლასტოვკას" დუდა სანაძემ ულიდერა. პირველ მატჩში, "პულასთან" მან 13 წუთში 19 ქულა ჩააგდო და კოპერელთა იოლ გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. "შკრიელევოსთან"
კი სანაძემ თავი 20 ქულას მოუყარა. დუდამ 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ტურნირის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი დუდა სანაძეს გადაეცა.

gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული