სანიკიძის ორმაგი დუბლი და დიქსონის 20 ქულა - ორივე საბერძნეთის თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
საბერძნეთის თასის გათმაშების ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელის გუნდები - "არისი" და აეკ-ი გავიდნენ.

ვიქტორ სანიკიძის "არისმა" საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში "კიმისი" 98:62 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველი კალათბურთელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახლდათ. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა და ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

Sportall.Ge

მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იოლად დასძლია.

ათენელებმა "კოროივოსი" დამაჯერებლად, 98:57 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ ვიქტორ სანიკიძის "არისი", "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი"
დახვდნენ.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ დიქსონი, რომელიც ბერძნულ კლუბს ჩინებულად შეეწყო, ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა იყო.

მაიკლმა მასპინძლებს 20 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი შესძინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 9 ოქტომბერს აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს. ათენელები "აპოლონ პატრასს" ესტუმრებიან. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "არისი" "ლეფკადას" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული