ზაზა ფაჩულიას 5 პასი და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ოკლენდურმა გუნდმა შემდეგი საგამოფენო მატჩი ისევ "ლეიკერსთან" გამართა, რომელიც 5 დღის წინ 112:107 დაამარცხა. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სან დიეგოში გაიმართა და "ვორიორსმა" ამჯერადაც იმარჯვა - 123:112.

ქართველი ცენტრი ტრადიციულდ სასტარტო ხუთეულში იყო და საერთოდაც, "გოლდენ სტეიტმა" 6-ივე საგამოფენო შეხვედრა ერთი და იგივე ხუთეულით დაიწყო, რომელიც შემდეგნაირია: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია.

ფაჩულიამ ახალ გუნდში სარეკორდოდ მეტი - 22 წუთი ითამაშა და შეხვედრა სროლათა ასპროცენტიანი მაჩვენებლით
დაასრულა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას მან 6 მოხსნა, "გოლდენ სტეიტში" პირადსარეკორდო 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ზაზას ოპონენტმა, ტიმოფეი მოზგოვმა 16 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. მოზგოვმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ლოსანჯელესელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ახალბედა ბრენდონ ინგრამი. რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელ ლიდერებს, 32 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დიურანტმა 27 ქულა მიითვალა. ოკლენდელთა მეორე ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ 7 წუთი ითამაშა და 4-დან 4 ორქულიანით 8 ქულა დააგროვა.

"გოლდენ სტეიტი" ბოლო საგამოფენო მატჩს 21 ოქტომბერს გამართავს შინ "პორტლენდთან", ხოლო 25 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში "სან ანტონიოს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაუ! სასტარტო ხუთეული: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია. სხვა რა შეიძლება ქართველმა კალათბურთის გულშემატკივარმა ინატროს? LA BOMBA
bavaria
15:08 20-10-2016
0
მოზგოვმა ძალიან უპატივცემლოდ დაატენა ზაზას ბურთი თავზე. დაცვაში მოიკოჭლებს ზაზა. იგვიანებს ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად.
ლუკა
12:51 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული