ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 11 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსი" გაანადგურა - 125:101 (38:19, 27:32, 34:24, 26:26).

ზაზამ დენვერში თითქმით 14 წუთი ითამაშა და სამი ოთხიანი დასვა - 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგია. რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, 7 საგამოფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში მას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ
2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა.

ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: დენვერი-გოლდენ სტეიტი 101:125
Sportall.Ge

7 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
http://www.espn.com/nba/statistics/player/_/stat/scoring/position/centers – რავიცი გადახედეთ მაინც.
ნოდარი
11 ნოემბერი 2016 14:22
0
უდავოდ საუკეთესო ქართველი კალათბურთელია, თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს ამ კაცს, სტატისტიკაზე არასოდეს უთამაშია და თუ არ უყურე თამაშს ტყუილად კომენტარით ნუ იკბინებით "კლავიატურის ლომებო"
giorgi
11 ნოემბერი 2016 13:18
0
Irakli-fan-ს. რას ქვია უკეთ ათამაშდება. ახლა რა ცუდად თამაშობს? ზაზა ასრულებს იმას, რასაც მწვრთნელი ავავებს და ასრულებს უმაღლეს დონეზე. სხვა საქმეა, ზოგჯერ გამოუვა თამაში, ზოგჯერ არა (მარტო კარიმ 3 თამაში ჩააგდო წლევანდელ სეზონში). ასე რომ ცოტა აზრზე მოდით რა....და თუ არ გესმით ეს საქმე, შეეშვით კომების წერას.
kostia
11 ნოემბერი 2016 12:45
0
ზაზა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია საქართველოსი და რასაც მიაღწია უმაგრესია. ბევრი საკალთბუთო ქვეყანა ისურვებდა ასეთ მიღწევებს და ასეთ კალათბურთელს. თავის თავზე მაღლა ვერ ახტება, ნბა-ს ლეგენდებთან ტოლ სწორად ვერ იქნება, მაგრამ ერის სიამაყე ნამდვილად არის. მაგაზე მაგარი სხვა გახდეს ბატონო, ვინ უშლის. აგერ შენგელიამ მოუმატოს, შერმადინმა, სანაძემ, ლეჟავამ- ახალგაზრდები არიან. აჯობონ ბატონო და ვინ მამაძაღლი რომ არ გამიხარდეს. ზაზა კიდევ მოიქნევს კუდს :))
gio. ver gavige ratom ar debT chems komentars??? rame uxamsia? Tu vinmes Seuracmyofeli?
11 ნოემბერი 2016 12:18
0
მე ვამაყობ ზაზა ფაჩულიათი!!!
xorxe
11 ნოემბერი 2016 12:00
0
მეჭვოფი-ს. რომ არავინ გეხმიანება თუ ატყობ? მეც შემთხვევით შეგეხმიანე. ამასთან, როგორც ყველა შენი კატეგორიის სუბიექტი, შენც ჩასაფრებულის პოზიცციდან მსჯელობ და ვითომ შეპარვით გეწყინება თუ ზაზა ვერ მიაღწევს წარმატებას. ერთი გეშლება, გოლდენში თამაში უკვე უმაღლესი მიღწევაა, რაც შენ ძალიან გაღიზიანებს.
zako
11 ნოემბერი 2016 11:45
0
რა გინდათ აბა ნბეიშიი ზაზას არავინ აფრენს ეს ნბეია,,რასაც აკეთებს, ჩვენთვის ესეც საამაყოა,მე მჯერა ზაზას გაუვა შეჩვევისა და ოდნავ შიშის ფაქტორი და თავის საკეთებელს გაკთებს
ნიკოლოზი
11 ნოემბერი 2016 11:39
0
ზაზა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია საქართველოსი და რასაც მიაღწია უმაგრესია. ბევრი საკალთბუთო ქვეყანა ისურვებდა. თავის თავზე მაღლა ვერ ახტება, ნბა-ს ლეგენდებთან ვერ მოვა, მაგრამ ერის სიამაყე ნამდვილად არის. მაგაზე მაგარი სხვა გახდეს ბატონო, ვინ უშლის. აგერ შენგელიამ მოუმატოს, შერმადინმა, სანაძემ, ლეჟავამ ახალგაზრდები არიან. აჯობონ ბატონო და ვინ მამაძაღლი რომ არ გამიხარდეს. ზაზა კიდევ მოიქნევს კუდს :))
gio
11 ნოემბერი 2016 11:35
0
დილეტანტებს ეგონათ რომ ნბა-ს ტოპ გუნდში გადასვლა ბარსელონაში გადასვლის ტოლფასი იყო. არ ესმით რომ ნბა სხვა ცხოველია, თუნდაც სასტარტოში იყო. მანუ ჯინობილი სულ სკამიდან ერთვება თამაშში მაგრამ რამდენი მოთამაშე შეედრება?? ზაზა ნაკრებში შეიძლება საუკეთესოა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები, ჟურნალისტები და კომენტატორები როგორც ახასიათებენ ხოლმე, მთლად მასე არ არის.
odala
11 ნოემბერი 2016 11:17
0
14 წუთში ძალიან კარგი შედეგია. სხვა ცენტრების სტატისტიკას გადახედე და მიხვდები რომ ბევრად უკეთესად არც ისინი გამოიყურებიან.სამაგიეროდ 10-ჯერ მეტს იღებენ ხელფასს.
მეჭვოფი-ს
11 ნოემბერი 2016 11:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული