ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 11 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსი" გაანადგურა - 125:101 (38:19, 27:32, 34:24, 26:26).

ზაზამ დენვერში თითქმით 14 წუთი ითამაშა და სამი ოთხიანი დასვა - 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგია. რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, 7 საგამოფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში მას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ
2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა.

ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: დენვერი-გოლდენ სტეიტი 101:125
Sportall.Ge

7 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
http://www.espn.com/nba/statistics/player/_/stat/scoring/position/centers – რავიცი გადახედეთ მაინც.
ნოდარი
14:22 11-11-2016
0
უდავოდ საუკეთესო ქართველი კალათბურთელია, თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს ამ კაცს, სტატისტიკაზე არასოდეს უთამაშია და თუ არ უყურე თამაშს ტყუილად კომენტარით ნუ იკბინებით "კლავიატურის ლომებო"
giorgi
13:18 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული