ESPN-მა ზაზა ფაჩულია NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების ტოპ-50-ში შეიყვანა

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა ESPN ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო კალათბურთელთა სიას. ამჯერად ამ გამოცემამ გამოაქვეყნა გამორჩეული ლეგიონერების 50-ეული, სადაც "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია 48-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ამერიკაში უცხოელი კალათბურთელების სარეკორდო რაოდენობაა - 113. სწორედ მათ შორისაა ზაზა 48-ე.

ფაჩულიაზე წინ არიან იუსიფ ნურკჩი, ენეს კანტერი, ენდრიუ ბოგუტი, ბისმარკ ბიომბო, სერგუი დენგი, ტიმოფეი მოზგოვი... ჩამოთვლილთაგან უმეტესობისთვის ზაზას ურთიერთშეხვედრებში არაერთხელ აქვს ნაჯობნი და ნამდვილად სამართლიანი იქნებოდა ზაზას კიდევ უფრო დაწინაურება, თუმცა ამჯერად ვენდოთ ESPN-ს და მის მიერ ბოძებული 48-ე ადგილი
პოზიტიურად მივიღოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ საკომენტარო არაფერია,ზაზას თამაში არასოდეს ყოფილა კაშკაშა,მისი თამაში ეფექტიანია მაგრამ არაეფექტური სანახავად.სწორედ ამიტომ ვერ აფასებენ მას შესაფერისად.
სოსო
23:13 18-11-2016
0
არ უყვართ ფაჩულია ESPN-ში ..
baxt
00:56 18-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული