ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დღეს, 19 ნოემბერს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტმა" ბოსტონში "სელტიქსი" 104:88 დაამარცხა, რაშიც ოკლენდელთა ქართველი ცენტრის დამსახურება საკმაოდ დიდია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ბოლო დროსთან შედარებით საკმაოდ ბევრი - 21 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია.

ქართველი ცენტრი ფარზე დომინირებდა და ოპონენტ კელი ოლინიკს გასაქანი არ მისცა. ბოსტონელთა ცენტრმა მხოლოდ 3 ბურთი მოხსნა და მოედანზე
18 უქულო წუთი გაატარა. მასპინძელთა ცენტრმა, რომელსაც ზაზა მეურვეობდა, თამაშიდან ხუთივე სროლა გააცუდა. რაც შეეხება ჩვენიანს, ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა და მოპოვებულ 4 ქულას, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.

ზაზამ თავისი საქმე კარგად გააკეთა, ბურთები კი სნაიპერებმა ჩაყარეს. ამჯერად ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დურანტი სამმაგ დუბლს გაეთამაშა და 33 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. სტეფ კარის ანგარიშზე 16 ქულა და 7 პასი იყო.

"გოლდენ სტეიტს" დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩი კი მილუოკიში, 20 ნოემბერს ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრავო ზაზა.უფრო უკეთ შეგიძლია კიდე
soso
09:54 20-11-2016
0
ეს რა უსინდისოდ გვატყუებენ ეს ჯურნალისტები, დაცერენ ზაზას მაგარი ტამასჰიო და ზაზა საერტოდ არ ჰანს ეკრანზე.
bajo
00:26 20-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული