ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "ინდიანასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში იმარჯვა, სადაც ადგილობრივი "პეიზერსი" 37 ქულით - 120:83 გაანადგურა.

ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკისა და ინდიანაში იმარჯვეს.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

თამაში იმდენად "ცალფარა"
იყო, რომ მოედანზე გოლდენსტეიტელთა ყველა კალათბურთელი გამოჩნდა. შესაბამისად, სასტარტოები დიდად არ დატვირთულან და ბოლო პერიოდში მათგან მოედანზე არავინ გამოჩენილა. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტივ კერიმ ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო.

საბოლოოდ, ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

12 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" "კლიპერსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით, აჯობებს თუ ასეთ თამაშებში მაინც მისცემენ ზაზას მეტ დროს, რომ მეტი თავდაჯერება იგრძნოს..
zura
11:46 22-11-2016
0
ზაზა მართლაც ძლიერია, საიდანაც წამოვიდა ყველა გუნდს ცუდათ აქვს საქმე. დარწმუნებული ვარ გოლდენ სტეიციდანაც, რომ წამოვიდეს მათაც არ ექნებათ ასეთი შედეგი. ზაზა იმ დროს გამოყავთ, როცა უჭირთ და ის თავისი ძლიერი დაცვით ამართლებს და თამაშიც კარგად მიდით. აბა ნახეთ სხვები, თუნდაც ვარსკლავები რამდენი სროლიდან რამდენს აცილებენ....

ზაზა ასე გააგრძელეთ და თუ ჭკუა აქვთ შეგეხვერწებიან კონტრაქტის გაგრძელებას.

ზაზას კი ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს.

ზაზა უძლიერესი და სასახელო ქართველია ყველა მიმართებით.


ჯონი
12:02 22-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული