23 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ბელგიაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
- მარჯვენა მუხლის ტრავმა მქონდა და ოპერაცია საჭირო იყო. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ვიმედოვნებ, რომ რეაბილიტაციის პროცესიც კარგად წარიმართება, - გვითხრა მანუჩარმა და დასძინა, რომ აღდგენითი პროცესი, დაახლოებით, ხუთ თვეს გასტანს.
მას საავადმყოფოდან დღეს გამოწერენ.
შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი სწორედ მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ეროვნულ გუნდს ევრობასკეტის შესარჩევში. მას მიმდინარე სეზონში, თავისი კლუბის, თურქული "დარუშაფაკას" შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:56 24-11-2016
მანუჩარ მარკოიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის ხუთი თვე დასჭირდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ მესმის ამდენი დრო რისთვის დაკარგა?
0
0
მალე მომჯობინდი მანო, ჯანმრთელად იყავი ! ევრო 2017 უნდა დაბომბო მოწინააღმდეგეები !
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული